logo_geo
eng_logo
გიორგი გოგაძე: სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და გვევლინება მიკერძოებულ მხარედ
- +

2 მაისი. 2017. 16:20



მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ის გვევლინება მიკერძოებულ მხარედ.


კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ, რომელიც სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პროკურატურის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს.


რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ძალიან შორს არის ობიექტურობისაგან. ვერ გავიზიარებთ. დღევანდელი სხდომა არის ღია, გადაიცემა ტელევიზიით და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვუპასუხებთ",- განაცხადა გოგაძემ.

 

პროკურორის მოადგილე ასევე გამოეხმარა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის პოზიციას, რომ არ არის დაცული მხარეთა თანასწორობა, ვინაიდან დაცვის მხარეს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის პირობაზე.


ვერანაირად ვერ დავეთანხმები. ამაზეც დეტალურ პასუხს გავცემთ სხდომაზე. სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა ამ მიმართულებით და ის გვევლინება მიკერძოებულად და მხარედ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არც კი ჰქონდა გამოთხოვილი პროკურატურისგან და არც კი აინტერესებდა", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner