logo_geo
eng_logo
სოჭში ვლადიმირ პუტინი ანგელა მერკელს ხვდება
- +

2 მაისი. 2017. 17:03



ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.


შეხვედრის ფარგლებში მხარეები უკრაინასა და სირიაში არსებული ვითარების განხილვას აპირებენ.


ჩვენ ამ შეხვედრას გამოვიყენებთ ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო არენაზე ყველაზე პრობლემური საკითხების, ვგულისხმობ უკრაინასა და სირიას, განსახილველად", - განაცხადა ვლადიმ პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ანგელა მერკელს ვიზიტისთვის.


დიდი მადლობა, რომ შესაძლოდ ჩათვალეთ ჩამოსვლა და საქმის კურსში ჩაგვაყენეთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიდისდიდი ოცეულის" სამიტისთვის მზადება", - აღნიშნა პუტინმა.


ანგელა მერკელის განცხადებით, იმედოვნებს, რომ რუსეთის ლიდერთან ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემურ საკითხებს განიხილავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner