logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს
- +

2 მაისი. 2017. 18:35



გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს.


მისივე თქმით, ეუთო-ს მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს და სამწუხაროა, რომ ის ხალხი, ვინც კონფლიქტის დეესკალაციას უწყობს ხელს, ამ კონფლიქტის მსხვერპლი გახდა.


ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად. სამწუხაროდ, დიდ პროგრესს ჯერ არ აქვს ადგილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ზავი გვჭირდება და შემდეგ უკვე პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება", - განაცხადა მერკელმა.


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, არავის ჩამოუშორებია დონბასი უკრაინისგან და რომ თვითონ უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ამას ბლოკადის პოლიტიკის გატარებით.


ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიევის დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, მინსკის შეთანხმებების რეალიზება მოეხდინა მაშინ, როდესაც საამისოდ შიდაპოლიტიკური შესაძლებლობები ჰქონდა", - განაცხადა ვლადიმ პუტინმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner