logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მეეჭვება, უსუფაშვილი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს...
- +

2 მაისი. 2017. 19:48


 

 

„არ ველი, რომ უცებ რაღაც განსაკუთრებულ გარღვევას მოახერხებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის და მისი გუნდი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავლენიან ძალად იქცევიან", - განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" აქტიურ პოლიტიკაში დავით უსუფაშვილის დაბრუნების შესახებ საუბრისას.

 

„მივესალმები დავით უსუფაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, მეტიც, მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსია. ვნახოთ, რა გუნდს წარმოგვიდგენს, როგორი იქნება მისი პოლიტიკური ნაბიჯები. არა მგონია, შეცდომა დაუშვას ან გუნდის შერჩევისას, ან პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებისას. მეეჭვება, უსუფაშვილი ჯერჯერობით ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს. ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია მასების მობილიზება ტრიბუნიდან და ქუჩიდან. მას არ შეუძლია სკანდალურად გამოსვლა, მისი პოზიცია დინჯი, აწონილი, გააზრებულია... ამგვარ პოლიტიკას სჭირდება დრო. არ ველი, რომ უცებ რაღაც განსაკუთრებულ გარღვევას მოახერხებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის და მისი გუნდი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავლენიან ძალად იქცევიან. ქართველი საზოგადოების გემოვნებას რამდენად მოერგება, არ ვიცი. ამას დრო გვიჩვენებს..." - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner