logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ერთობლივად მუშაობაზე შეთანხმდნენ
- +

2 მაისი. 2017. 23:30



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც რუსული მედია იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ ჩრდილოეთ კორეის საკითხზე.


კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, რომელიც 7-8 ივლისს ჰამბურგში ჩატარდება, პირისპირ შეხვედრას გამართავენ.


მხარეებმა სატელეფონო საუბრისას რიგი საერთაშორისო საკითხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა სირიის კონტექსტში ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინაციაზე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner