logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: დღეს გადაწყდება ვიქნებით თუ არა კოალიციაში
- +

3 აპრილი. 2016. 15:13



დატოვებს თუ არა კოალიციას "ეროვნული ფორუმი" დღეს, ფარული კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.




"დღეს გადაწყდება ვიქნებით თუ არა კოალიციაში და ამის შესაბამისად, ხვალ კიდევ გავაკეთებთ განცხადებას. კოალიციიდან გასვლა არ ნიშნავს უმრავლესობის ამ წუთში დატოვებას. დღეს "ეროვნული ფორუმის" წევრები ორ მნიშვნელოვან კითხვაზე გასცემენ პასუხს. ერთი ის, თუ როგორ მიდის ფორუმი 2016 წლის არჩევნებზე და მეორე - უნდა დატოვოს თუ არა კოალიცია ფორუმმა. როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, შესაბამისი იქნება ჩვენი ქმედებებიც",- განაცხადა პარტიის ლიდერმა ანი მიროტაძემ.



საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯირჯიაში ეროვნული ფორუმის ყრილობა უკვე მიმდინარეობს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner