logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ყოველდღე სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება...
- +

3 მაისი. 2017. 03:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გაზეთ „ვერსიასთან" მიცემულ ინტერვიუში საკუთარი შვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის" მიერი გაჟღერებულ ბრალდებაზე ისაუბრა.


„ჩემი შვილი მართლაც, მობილიზებულია და საერთოდ არ უნერვიულია, მაგრამ ვიფიქრე, რომ ახლა ყველას შვილის დაცვა მევალება, რადგან „ნაც.მოძრაობა", რომელიც პოლიტიკაში ამორალური მრწამსის მიმდევარია და ხელმოსაკიდი არაფერი აქვს, უკვე ოჯახის წევრებზე - შვილებზე გადავიდა და თუ პოლიტიკური სილა არ მიიღო, ამას ჩვეულებრივ სტანდარტად დაიმკვიდრებს.

 

ამ ცილისწამებასა და ცრუ დასმენაზე ადეკვატურ რეაგირებას მხოლოდ პოლიტიკურ კი არა, სამართლებრივ დონეზეც მოვახდენ. ყველაფერს უმარტივესად აგიხსნი: 2015 წლის მარტში, მანქანა გატეხეს, ჩანთა მოიპარეს და პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაატარა. მერე, ჩემმა შვილმა სუს-ს რომ მიმართა - მუშაობა დაეწყო, იქ, როგორც ჩანს, მისი ანაბეჭდები დაემთხვა, ოღონდ ამას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან გამოძიებასთან შეხება არ მაქვს... ინფორმაცია გამოძიებისგან კი არა, მედიისგან მივიღე. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ამ მანქანის მფლობელი ჩემი შვილის ბავშვობის ძმაკაცია - ხუთი წლიდან ერთად იზრდებიან.

 

სამეგობროში ყველაზე უფროსია, შესაბამისად, მანქანა ყველაზე ადრე ჰქონდა და მთელი საძმაკაცო ირაკლი სანაიას შვილის ამ ძველისძველ მანქანაში იჯდა. შესაძლებელია, ანაბეჭდები დაემთხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩემს შვილს შეხება დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდეს იმიტომ, რომ აქ თითს რომ დაადებთ და წახვალთ, ეს ოთახი რომ გაქურდონ, დანაშაულის ფაქტში მონაწილე ვერ იქნებით. თქვენ გვერდითი მოვლენა იქნებით, რომ ამ ოთახში თქვენი ანაბეჭდი შემთხვევით აღმოჩნდა. საერთოდ, ამ ოთახში, მინიმუმ, 30 ადამიანის ანაბეჭდი იქნება, მაგრამ მთავარი ეს არაა.

 

მეგობარმა დამირეკა და მითხრა, საუბარი ჩემს მანქანაზეაო. გამოძიებას არ მივეკარე, მაგრამ კომენტარი გავაკეთე... რაც შეეხება იმ ბინძურ ქმედებას, რასაც „ნაცმოძრაობა" ეწევა - ყოველდღე სიცრუე, სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება, ცილისწამება... შეიძლება, ყველაფერზე პასუხი არ გასცე, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, რაც ამ თავხედმა გააკეთა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იოსელიანი, რომელმაც განაცხადა, სესიაშვილის შვილი დანაშაულთან კავშირშია და იმის გამო, რომ სესიაშვილის შვილია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე მიჩქმალესო. სიტყვა „მიჩქმალეს" იმას ნიშნავს, რომ ჩემმა შვილმა რაღაც დააშავა, მაგრამ იმიტომ მიჩქმალეს, რომ მე ვარსებობ. ეს ვაჟბატონი გამოდის და კითხულობს, თუ სესიაშვილის შვილს ამ დანაშაულთან შეხება არ აქვს, მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე გამოაქვეყნონო. ხედავთ, რამხელა აბსურდია? - კაცმა გუშინ მე და ჩემს შვილს ბრალი დაგვდო, დღეს კი გვეუბნება, თუ დამნაშავე არ ხარ, გამოაქვეყნეო. თავდასხმის ობიექტი ჩემი შვილი კი არა, მე ვარ, რაც პოლიტიკური პრობლემაა.

 

მეხუთე წელია, პარლამენტში ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერაფერი იპოვეს და ვერც იპოვიან. ვერც მიბედავენ, თავს დამესხან და ამიტომ დარტყმა ჩემს შვილზე გააკეთეს, რადგან იციან, რომ ეს ყველასთვის მგრძნობიარე თემაა. არ ვიცი, მაგათ რა მორალური ,,კოდი" უდგათ, მაგრამ იციან, რომ ჩემს რეაქციას მიიღებენ, თან ეს გააკეთა ვიღაც იოსელიანმა, რომელიც პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ბოკუჩავას ქმარია _ ესაა მისი რეგალია.

 

მადლობა ღმერთს, საზოგადოებას მომეტებული ნდობა აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა და განსჯის. პლუს, არსებობს მეტ-ნაკლები ინფორმაცია, ვინ რას აკეთებს და რითაა დაკავებული. სხვათა შორის, როგორც ჟურნალისტებისგან გავიგე, სანამ იოსელიანი ბრიფინგს ჩაატარებდა, რამდენიმე დღით ადრე, ჩემი შვილის წინააღმდეგ რაღაცებს ეძებდნენ და ქექავდნენ...

 

„ნაც.მოძრაობის მხარდამჭერებიც მიკავშირდებიან და მეუბნებიან, ეს არნახული, წარმოუდგენელი და შეთითხნილი რაღაცააო. ბინძური და ამაზრზენი მიდგომაა, რომ ჯერ შვილს ეხები, მერე იმ შვილს, რომელსაც დანაშაულთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს და ამით მორალურ-ფსიქოლოგიურ ზიანს მაყენებ მე, ჩემს შვილს, რომელიც მართლაც, უმაგრესი და პერსპექტიული კაცია, ასევე ჩემს დიდ ოჯახს. ღმერთმა დაიფაროს და, ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რამე რომ მოსვლოდა, როგორ გგონიათ, თანამდებობა შემაჩერებდა? ჩემი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა წარმოგიდენიათ? პირდაპირ გეუბნებით: ჩემზე ბევრი იწვალეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner