logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი უჩა ნანუაშვილს: არ მითხრა ცილს ნუ მწამებო!
- +

3 მაისი. 2017. 03:02



ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:


„ე.ი. უჩა ნანუაშვილს სწყინს მის შესახებ ვინმე თუ ტყუილს იტყვის, მაგრამ სხვებს თუ ცილს სწამებენ ეს მისთვის მისაღებია!... მოსამართლის (და არა მხოლოდ) შეურაცხყოფაც მისაღები ყოფილა... ვინც თვლის რომ მართლმსაჯულების კრიტიკა, გინებას და ლანძღვას, ცილისწამებას და ათასგვარ სიბინძურეს უკავშირდება აშმალახა ჩემგან.

 

და, ზოგადად, გაიგეთ, მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი და სამართლისათვის გინებით და ცილისწამებით არ უნდა „იბრძოლოთ"!

პ.ს. 41 000 დოლარიანი მანქანა დაგეწვას ბაპტისტო, არ მითხრა ცილს ნუ მწამებო...  გაიგეთ ხალხო, აქ დავა მხოლოდ მოსამართლისათვის მიყენებულ-მისაყენებელ შეურაცხყოფაზე არაა, ხვალ თქვენს კარზე მოაკაკუნებენ!"- წერს დარეჯან მეფარიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner