logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: ისტორიული პოსტერი!
- +

3 მაისი. 2017. 03:14



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ირმა ინაშვილის, ჩემი, მერაბ ბლადაძის და გია ლაფანაშვილის გაკეთებული მართლა ისტორიული პოსტერი „ფოტოგრაფების საქმეზე" ... როცა ფოტოგრაფების „ქეისი" მივიტანეთ ევროსტრუქტურებში ასევე საჭირო იყო ევროკომისიის უმაღლეს პირებს გაეგოთ ეს ყველაფერი, სწრაფი რეაგირებისათვის... ამიტომ, მოვიფიქრეთ შემდეგი რამ, საჭირო იყო, რამენაირად ევროკომისიის თავმჯდომარისთვის ბაროზუსთვის პირადად გადაგვეცა ეს ყველაფერი, მაგრამ, ბაროზუსთან შეხვედრა ასე ადვილი ხო არაა? ჰო და გადავწყვიტეთ რომ, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ეგრეთ წოდებულ „დღის ბრიფინგზე" რასაც ევროკომისიაში ბაროზუ რეგულარულად აწყობდა ხოლმე, „გვევაშკაცა" (მერაბ ბლადაძემ ზუსტად ეს სიტყვა იხმარა მაშინ) და ხელიდან ხელში გადაგვეცა დოსიე ... მოკლედ კუსტარულად ავაწყვეთ ეს პოსტერი, მეორე დღეს მე და ირმა ჟოზე ბაროზუს პრეს კონფერენციაზე გამოვცხადდით ყველაზე პირველები და იმისათვის რომ, მის პრეს მდივანს ჩვენი ჩანაფიქრისთვის ხელი არ შეეშალა, აი იმ მომენტში როცა ბაროზუ წამოვიდა ტრიბუნისკენ, ირმა მივიდა და ტრიბუნაზე დაუდო ფოტოგრაფების საქმის მასალები რომელსაც ეს პოსტერი ედო თავზე... პრეს მდივანმა რა თქმა უნდა ამის უცებ აღება ვერ მოასწრო და... მოვიდა ბაროზუ, დახედა ამ ფოტოს, წამიანი პაუზა.... აიღო გადაათვალიერა და გადააწოდა თავისი სამდივნოს უფროსს... მეორე დღეს უკვე ევროკომისიის წარმომადგენლებს ვუყვებოდით თავად ბაროზუს დავალებით, რა მოხდა და როგორ დაიჭირეს ჩვენი მეგობრები... ეს ისე უბრალოდ გამახსენდა როცა ზოგ ზოგიერთები გვეუბნებიან ხოლმე ... „რა გაქვთ გაკეთებულიო", - წერს ფოფხაძე.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner