სახელმწიფოს 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილის, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამრთლომ მიიღო, რომელმაც დაადგინა რომ, 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგის მონაწილის მიმართ უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი.
მოსარჩელე სამართალდამცველების მხრიდან ღამით მიტინგის დაშლისას ძალის გადამეტებაზე დავობდა, რაც სასამართლომ მიიჩნია არაპროპორციულ და გაუმართლებელ საპოლიციო ღონისძიებად. ამასთან, მოსარჩელე დაკავების შემდგომ გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ერთი მხრივ, იგი კვლავ დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას და მეორე მხრივ, მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეცა სათანადო სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობის შესაძლებლობა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა.