logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ჟურნალისტებს არც უფლებების დამცველი გვყავს და არც პატრონი!
- +

3 მაისი. 2017. 11:23



„ყველაფერს აქვს საზღვარი, დასაწყისი და დასასრულიც. ამ ადამიანის (ელისო კილაძის) საქციელს არა აქვს არც საზღვარი და არც დასასრული", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საინტერესოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს ჟურნალისტთა ქარტია, რომელსაც დიდი პრეტენზია აქვს ჟურნალისტის უფლებების დაცვის მხრივ. არადა, ამ „უწყების" მიერ, თუნდაც შერჩეული სამართლით, ვინმეს უფლებების დაცვა თუ გახსოვთ, გამოდით და დაწერეთ!

 

ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, ჟურნალისტებს არც უფლებების დამცველი გვყავს და არც პატრონი!

 

ისე, როცა თავად ქალბატონი ელისო აქვეყნებს წილისმწამებელ განცხადებებს ადამიანებზე, დაუსჯელი უნდა დარჩეს, ხოლო სხვამ თუ დაწერა მასზე კრიტიკული, მას მოსყიდულ ჟურნალისტად აცხადებს", - წერს ლიპარტელიანი.


დარეჯან ლიპარტელიანი აღნიშნული პოსტით ჟურნალისტ ნინო ჯღარკავასა და „ქრონიკა +"-ის რედაქტორ ელისო კილაძეს შორის მოხმდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.



ცნობისთვის, ელისო კილაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე ნინო ჯღარკავას მისამართით შემდეგი პოსტი გამოაქყევნა:

 

„მისი შვილი უნდა ვნახო და უნდა ვუთხრა, რომ დედა სამმანეთიანი მინეტი ჰყავს, პოლიციის განყოფილებაში ნათრევი თან", - წერს კილაძე.

 


ელისო კილაძის პოსტს ნინო ჯღარკავა გამოეხმაურა:

 

„აი რას წერს ჩემზე, ამას რომ ვითმენ, მე ვყოფილვარ ქვა და რკინა! ეტყობა, ესაა დღეს ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტი!" - წერს ნინო ჯღარკავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner