logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: ბევრი შრომა გვჭირდება და ყველაფერი გამოვა!
- +

3 მაისი. 2017. 11:24



„ეროვნული სასახლე არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ცენტრი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თავისთავად შენობა - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; კოლექტივი - დიდი ტრადიციების და ასევე მრავალფეროვანი; საქმიანობის სფერო - მრავალფუნქციური, კულტურულ-საგანმანათლებლო; ძირითადი სამიზნე ჯგუფი - ჩვენი მომავალი თაობა; მიზანი კი მართლაც რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო... მოკლედ, სასახლე არის არა უბრალოდ რუსთაველის გამზირზე #6-ში მდებარე ერთი საკადასტრო ერთეული ან დაწესებულება, არამედ ბევრი ადამიანისთვის ეს არის ცხოვრების აზრი, სტილი, სიყვარული და საქმე, რომელსაც მეც ვემსახურები დიდი სიამაყით! სხვა ყველაფერი წარმავალია... აქ ზუსტად ხვდები, რომ მხოლოდ მუდმივი ფასეულობებისათვის ღირს ცხოვრება და სწორედ ეს არის ასეთი შემთხვევა! ამიტომაც, სასახლეს სჭირდება ბევრი ნიჭიერი, ღირსეული, კეთილი და მოყვარული მეგობარი, მხარდამჭერი და უბრალო გულშემატკივარი! ბავშვი, მოსწავლე და ახალგაზრდა უნდა აღიზარდოს ჰარმონიულ და პროგრესულ გარემოში, თავისუფალი აზრის და თვითგამოხატვისათვის შესაბამის პირობებში. ასეთ სასახლეს ვხედავთ ჩვენ!

 

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში გვერდით გვიდგას და გვაძლიერებს! მადლობა, მეგობრებო, თქვენი ინტერესისა და ასეთი ტემპის გაძლებისთვის! ბევრი შრომა გვჭირდება და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა!" - წერს რუხაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner