საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი საქართველოს ქორეოგრაფიულ კავშირს მადლობას უხდის:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ქორეოგრაფიულ კავშირს და მის ყველა წევრს ამ საპატიო ჯილდოსათვის, რაც მე მომანიჭეთ საქართველოს ქორეოგრაფიულ კულტურაში შეტანილი დიდი წვლილისათვის და გადმომეცით „საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი". მცხვენია, მერიდება უკვე. დიდი მადლობა ყველას ამ დაფასებისათვის", - წერს ოქიტაშვილი.