logo_geo
eng_logo
ბუბა კუდავა: სულ მალე, 2 დღეში!
- +

3 მაისი. 2017. 11:47


 

„სულ მალე, 2 დღეში!" - წერს სოციალურ ქსელში ბუბა კუდავა და შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


„ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ქრისტინე ფაღავას მოგონებები - „ერთი უჩვეულო ოჯახი" „არტანუჯი", 2017.

 

„ხალხი მას პრეზიდენტს ეძახის, მე კი - ბაბუას. ვიზრდები ცეკვით, პოლიტიკითა და, რაც პირადად მე მეხება, თამაშებით გარემოცულ სამყაროში და თანდათან ვხვდები, რომ ბაბუა თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმური უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ხარჯავს. იმ უფლებისა, რომელსაც საბჭოთა რუსეთი, დამპყრობელი შეიარაღებული ხელისუფლება, ფეხქვეშ თელავს. ყველაფერს ვერ ვხვდები, მაგრამ მთავარი აზრი მესმის... საფრანგეთში საქართველოს თავისუფლების დაბრუნების მოლოდინში ვცხოვრობთ. აი, მაშინ დავბრუნდებით! ხოლო მანამდე დიდი საქმეა გასაკეთებელი და ბაბუამ თავი უნდა გადადოს ამ უზარმაზარი მისიის შესასრულებლად".

 

ნოე ჟორდანიას შვილიშვილი, ქრისტინე ფაღავა ბულეზი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში, ემიგრაციაში დაიბადა. აღიზარდა ქართულ გარემოში. ენაც ქართულად აიდგა. ბაბუის ყურადღებით განებივრებულს თბილი, სასიამოვნო და ამასთანავე, მნიშვნელოვანი მოგონებები შემორჩა მასზე.

 

ცხოვრობს პარიზში. ფრანგულ ენაზე თარგმნა ნოე ჟორდანიას მემუარული წიგნი „ჩემი წარსული" (Mon Passé) და პოლიტიკური ნაშრომები - „რა მოხდა", „დემოკრატია", „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი". არის ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი აქტიური მონაწილეობით ინსტიტუტმა 2014 წელს თბილისსა და პარიზში მოაწყო კონფერენციები თემაზე „1924 წლის ეროვნული აჯანყება". 1998-2010 წლებში იყო ლევილის მამულის მმართველი.

 

წიგნს დართული აქვს 1801-1953 წლების ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური ნუსხა".


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner