"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის კახა შარტავას განცხადებით,
არჩევნებამდე დარჩენილ დროში მთავრობის და უმრავლესობის მუშაობას ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს.
„არჩევნებამდე ჩვენ მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ და შევასრულოთ დანაპირები, რაც კოალიციას ჰქონდა. შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე, რაც გულისხმობდა ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ერთპარტიული პოლიტიკური სივრცის მრავალპარტიული შეჯიბრის არენად გადაქცევას", - აღნიშნა კახა შარტავამ.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს.