რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ ასეთ მცდელობებს თავად განიცდის.
„ჩვენ არასოდეს ვერევით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებასა და პოლიტიკურ პროცესებში და ვისურვებდით, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც არავინ ერეოდეს. სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ პირდაპირ საწინააღმდეგოს, მრავალი წლის განმავლობაში როგორ ცდილობენ, გავლენა მოახდინონ რუსეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე როგორც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და პირდაპირაც. ვხვდებით, ვუყურებთ რა, როგორი დამღუპველია მსგავსი ძალისხმევა და ამაო. ჩვენ არასოდეს მოგვსვლია თავში აზრად, ჩავრეულიყავით სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.