ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ "ეროვნული ფორუმის" დელეგატთა უმრავლესობა კოალიციის დატოვებას მხარს უჭერს.
წარმოდგენილი 461 დელეგატიდან 342-მა ხმა მისცა კოალიციის დატოვებას, 117-მა კი კოალიციაში დარჩენას.
რაც შეეხება კითხვას, 2016 წლის არჩევნებზე ეროვნული ფორუმი დამოუკიდებლად უნდა წარსდგეს თუ საარჩევნო ბლოკით, აღნიშნულ კითხვაზე 360-მა დელეგატმა ფორუმის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას მისცა ხმა.
აღნიშნული მონაცემები წინასწარია, საბოლოო გადაწყვეტილება კი ყრილობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი