logo_geo
eng_logo
ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვება კინოფესტივალზე „goEast“
- +

3 მაისი. 2017. 13:22

 

 

26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გერმანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „goEast" მასპინძლობდა, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები დაჯილდოვდნენ.


ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცათ ფილმისთვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი".


ფილმი ასევე დაჯილდოვდა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოთი „ფიპრესი".


ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული გახდა კიდევ ერთი ქართული ფილმი „მზის ქალაქი".


რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს.


წელს კინოფესტივალზე „goEast" არაერთი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე ასევე აჩვენეს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ოთარ იოსელიანის „ზამთრის სიმღერა" და ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი „ბედნიერება".


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner