logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: მინდა, ვურჩიო „ახალგაზრდა იურისტებს“...
- +

3 მაისი. 2017. 15:40



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს გამოეხმაურა.


მისი თქმით, თუ კანონი გადაწყვეტს, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ, ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც კანონი ესადაგება.


მურუსიძე მოუწოდებს არასამთავრობოებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთპატივისცემის დონეზე ითანამშრომლონ.


არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, თუ ისინი სახელმწიფოებრივად იფიქრებენ, უნდა გააანალიზონ ერთი ფაქტი, რომ ლევან მურუსიძე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩია მოსამართლეთა კონფერენციამ. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ ურთიერთობა და თანამშრომლობა, ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის დონეზე. მე მაგალითად, პატივს ვცემახალგაზრდა იურისტების" გადაწყვეტილებას, რომელმაც ანა ნაცვლიშვილი აირჩია თავის თავმჯდომარედ. აქედან გამომდინარე, არ მიკადრებია საკუთარი თავისთვის, რომ მესაუბრა იმაზე, შეესაბამება თუ არა ქალბატონი ანა თანამდებობას", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.


მისივე თქმით, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და კონკრეტულ პიროვნებებზე არ უნდა იყოს საუბარი.


მაშინ ჩავწეროთ კანონში, რომ უვადოდ გადაინიშნოს ყველა მოსამართლე, გარდა ლევან მურუსიძისა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ვენეციის კომისიას, დაანებონ ორმაგ სტანდარტებს თავი", - განაცხადა მურუსიძემ.


მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლო ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის, კერძოდ „ახალგაზრდა იურისტების" შეფასებები სხვადასხვა თემებზე არ არის კომპეტენტური.


მინდა, რჩევა მივცეახალგაზრდა იურისტებს", ეს ტერმინი - ახალგაზრდა იურისტები არის შესანიშნავი და ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, ყურადღება გაამახვილონ არა სახელწოდების პირველ სიტყვაზე - ახალგაზრდებზე, არამედ იურისტობასაც მიხედონ ცოტა. კარგია ახალგაზრდა იურისტები, მაგრამ სჯობს ვიყოთ უფრო მეტად იურისტები, ვიდრე ახალგაზრდები", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner