logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: პირადი ცხოვრება ხომ მხოლოდ საძინებელში გადაღებული კადრები არ არის?!
- +

3 აპრილი. 2016. 16:36



პირადი კომუნიკაციის და დაცული სივრცის უკანონო ხელყოფის ფაქტებს  ზოგიერთი მედიასაშუალება სერიალებად აჩვენებდა და, როცა ამას ვაპროტესტებდით, ზოგიერთი არასამთავრობო ამბობდა, რომ შეზღუდვა მედიაზე არ ვრცელდებოდა", - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.


მისივე თქით, რატომ დუმდნენ იგივე არასამთავრობოები, როცა "ქრონიკა +"-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის თაობაზე მასალები ვრცელდებოდა,  იყო თუ არა ეს დარღვევა?!


პირადი ცხოვრება ხომ მხოლოდ საძინებელში გადაღებული კადრები არ არის?! პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მედიაზეც ვრცელდება, რადგან გავრცელების ყველაზე დიდი შესაძლებლობა მედიასაშუალებებს აქვთ",-აღნიშნა ბესელიამ.


კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სისტემური დანაშაული გამოვლინდა, პარლამენტმაც შეფასება მისცა და დანაშაულისთვის ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ უკანონო პროცესში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა, უფრო რთული ამოცანა აღმოჩნდა.


მესმის, რომ მიმდინარე გამოძიება იდეალური არ არის, მაგრამ დანაშაულის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალისხმევაა მიმართული. კანონის გამკაცრებაც ერთ-ერთი პრევენცია იქნება, მაგრამ ესეც არაა საკმარისი. კიბერდანაშაული თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მიიჩნევა და ამის მაქსიმალურად დაზღვევა, გაცილებით უფრო დიდი რესურსის მქონე ქვეყნებსაც არ შეუძლიათ",-განცხადა ბესელიამ.


როგორც მან აღნიშნა, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, მაგრამ წლების განმავლობაში მისი ტოტალური და სისტემური ხელყოფა ხდებოდა. ადამიანების პირადი სივცრის გასაკონტროლებლად, სპეციალური სისტემა იყო შექმნილი და მასალები საწყობდებოდა. 126 ათასი ფაილიდან დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი ნაწილის გატანა მანამდე მოხდა, რამაც გამოძიება ძალიან გაართულა.


„პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები განხორციელდება. კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და იმედი მაქვს, აპრილის ბოლოს დავამტკიცებთ.მორალურმა ტერორისტებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ მიერ დაანონსებულ კალენდარს არ ველოდებით და მათი არ გვეშინია. საზოგადოებამ ერთის მხრივ, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეუძახოს, რათა დამნაშავეების დასჯა მოხდეს და მეორეს მხრივ, ასეთი მასალა არ მიიღოს, რაც ბევრმა ღირსეულმა ჟურნალისტმა უკვე გააკეთა",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner