logo_geo
eng_logo
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილი „ვლადიმერ პუტინის პროვოკაციას“ უწოდებს
- +

3 აპრილი. 2016. 16:36



„ვლადიმერ პუტინის პროვოკაციას" უწოდებს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადებით, რუსეთი წლებია ინტენსიურად აწვდის შეიარაღებას ორივე მხარეს. დაჩქარებული ტემპებით დაღესტანიდან საქართველოს მიმართულებით ნაწილობრივ სამხედრო დანიშნულების გზაც კი გაიყვანა, რომელიც აზერბაიჯანში სწრაფი შეჭრის საშუალებას იძლევა.



კონფლიქტის პროვოცირებით რუსეთი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მიაღწევს - დააწესებს კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც აზერბაიჯანის ნავთობ და გაზსადენები გადის და ევროპა ენერგორესურსების ალტერნატიულ წყაროს დაკარგავს.

მეორე მიზანი კი, მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სადაც ივანიშვილის პრორუსული ძალა აგებს, საქართველოს რთულ ვითარებაში ჩაყენებაა.

მესამე მიზანი თურქეთია. ქვეყანა რომლის დასჯაც რუსეთს სურს, იძულებული ხდება ორ ფრონტზე ომში ჩაებას", - ამბობს სააკაშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner