logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტმა რაგბის მსოფლიო თასს უმასპინძლა
- +

3 მაისი. 2017. 19:09


 

რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში, ქართველების თამაში",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისის პარლამენტის სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოში გასამართ მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატთან დაკავშირებით რაგბის მსოფლიო თასი მოიტანეს.


მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს მსოფლიო თასს. ეს ღონისძიება შეიტანს ძალიან დიდ როლს საქართველოში რაგბის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო თვითოეულ იმ ადამიანს, თვითოეულ იმ ორგანიზაციას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. „რაგბი ჩვენი თამაშია" - ეს არ არის მხოლოდ სლოგანი. რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში, ქართველების თამაში", - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის წევრის, ვეტერანი მორაგბის, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ქართული რაგბის აღმავლობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.


საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სასიხარულოა, რომ ვმასპინძლობთ მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს. ეს არის აღიარება მსოფლიო არენაზე. ამაზე თანხმობა  2015 წელს მსოფლიო თასზე მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეეყნა, ჩვენი ნაკრები მიაღწევს სასურველ და დასახულ მიზანს",-აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

 

ვეტერანი მორაგბის ლექსო გუგავას განცხადებით, პრესტიჟული სარაგბო ჯილდოს ნახვა უნიკალური შესაძლებლობაა.


წესის თანახმად, როცა ქვეყანა  მსოფლიო თასს მასპინძლობს, მსოფლიო თასი  გარკვეული პერიოდით ადრე ჩადის ქვეყენაში და იწყებს მოგზაურობას, მოივლის ქვეყნის მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ადგილებს. თასის გაჩერების ერთ-ერთი ასეთი ადგილი საქართველოს პარლამენტია. დღეს, საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარესთან იყო თასი, ასევე ვეტერანი მორაგბეებიც არიან პარლამენტში და ყველას შეუძლია ფოტოს გადაღება და თასის ნახვა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა",-აღნიშნა ლექსო გუგავამ.

 

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. რაგბის მსოფლიო თასი საქართველოში 17 აპრილს ჩამოაბრძანეს. ჩემპიონატის დაწყებამდე პრესტიჟული სარაგბო ჯილდო საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღეს, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა მორაგბეებმა რაგბის მსოფლიო თასი საქართველოს პარლამენტის სასახლეში მოიტანეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner