logo_geo
eng_logo
გვმართებს მოქნილობა და სიფრთხილე
- +

3 აპრილი. 2016. 17:59

 

 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დღეებსა და საათებში განვითარებული მოვლენები სერიოზულ ანალიზს მოითხოვს. ამ დროს სოციალურ ქსელში,საინფორმაციო საშუალებებში, ჩვენი თანამემამულენი გამოთქვამენ თამამ მოსაზრებებს კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ,ვის მხარეზე უნდა დავდგეთ.

 

 

ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩევენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში,რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება,უკრაინის კრიზისი, ტერორისტული აქტები ევროპაში,საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია,რთული ეკონომიკური ვითარება,მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები...

 

ამ სიტუაციაში თითოეული ჩვენგანის სიტყვას და ქმედებას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება,ნუ დაგვავიწყდება ისიც,რომ გვყავს მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა,რომელნიც გაფაციცებით ადევნებს თვალ-ყურს ჩვენს მოქმედებას.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ალბათ მუშაობენ მოვლენების ყველა შესაძლო ვარიანტებზე და ჩვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით ნუ დავძაბავთ ისედაც დაძაბულ ვითარებას,ღმერთმა ქნას ყველაფერი მშვიდობით დასრულდეს,მშვიდობიან კვირას და მშვიდობიან აღდგომას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას,კავკასიას და მსოფლიოს.

 

 

p.s.მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში შვეიცრიაში ქართველი სტუდენტების ინიციატივით გაიმართა ქართველი,სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების შეკრება,სადაც მიიღეს მეგობრობის დეკლარაცია, კავკასიაში ეს სამი ერი ერთმანეთის მტრობით დაიქცევა და მეგობრობით აშენდებაო. დეკლარაციას დამაჯერებლობისათვის ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს გაჭრილი თითებიდან გამოჟონილი სისხლით...

 

ძვირფასო სომეხო და აზერბაიჯანელო მეგობრებო, როგორ სწორად ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები,ყველა ომი ბოლოს მაინც მოლაპარაკებებით მთავრდება.

 

 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner