logo_geo
eng_logo
4 მაისის ანონსი - „რეპორტიორის“ პრესკლუბი
- +

3 მაისი. 2017. 23:42



4 მაისს, 10:30 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.


თემა: გასაჩივრდება თუ არა გიორგი პაპუაშვილთან და ეკონომიკის სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სახლზე საკასაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლო განჩინება, პირველი შეფასებები სასამართლო განჩინების გაცნობის შემდეგ.


4 მაისს, 11:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი ბრიფინგს გამართავს.


თემა: მერიასა და „სითი პარკს" შორის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე სასამართლოში დავის მიმდინარეობა.


4 მაისს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner