logo_geo
eng_logo
მოჭიდავეთა ნაკრების ექიმი: რომ ჩავეძიე სპორტსმენებს, ყველამ უარყო პრეპარატის მიღება
- +

15 თებერვალი. 2016. 14:44


საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების რამდენიმე წევრმა დოპინგზე შემოწმება ვერ გაიარა - სისხლში გულის მკვებავი საშუალება „მილდრონატი" აღმოაჩნდა 6 ქართველ ქართველ მოჭიდავეს.


ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში აცხადებენ, რომ ფედერაციამ თავად გადაწყვიტა სპორტსმენების შემოწმება. შესაბამისად, ქართველი მოჭიდავეების მიმართ სანქციებს საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია გაატარებს და არა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია.


მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის ზურა კახაბრიშვილის განცხადებით, სპორტსმენები აკრძალული პრეპარატის მიღებას უარყოფენ. კახაბრიშვილმა ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა, რომ ის პირადად ესაუბრა სპორტმენებს და ისინი პრეპარატის მიღებას არ ადასტურებენ.


„თუ სპორტსმენებს მასიურად აქვთ მიღებული ერთი და იგივე პრეპარატი, მაშინ ჩვენც ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდება, მაგრამ ზოგადად, ეს პრეპარატი იმდენად არასერიოზულია, რომ მხოლოდ ერთწლიანი სასჯელია გათვალისწინებული. რომ ჩავეძიე სპორტსმენებს - რა მოხდა, ყველამ უარყო პრეპარატის მიღება", - განაცხადა ექიმმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner