logo_geo
eng_logo
ყარაბაღის კონფლიქტი
- +

3 აპრილი. 2016. 18:00


    როგორც იქნა ჩაწყნარდა.  ციფრებზე და დანაკარგებზე არ ვწერ. პროპაგანდისტების  არ მჯერა. ღმერთმა გვაშოროს უარესი. თუ  ვინმეს არ ესმის განვმარტავ - ყარაბაღის კონფლიქტი ისეთი რეგიონული დენთია, რომ ყველას აგვაფეთქებს. ამასობაში, ამ მეზობლების უშიშროების საბჭოები იკრიბებიან და განიხილავენ. და რას? და ვის აწყობდა? შეკითხვები ბევრია, პასუხები გაუცემელი. სომხები ამბობენ ერდოღანი - რუსეთს ებრძვისო, აზერბაიჯანელები უარეს კონსპირატოლოგიაში გადავარდნენ. მომეწონა ჩვენ დაქირავებულთა პოზიცია. ფრთხილი. ზედმეტობების გარეშე. განსაკუთრებით, საგარეო ურთიერთობობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ კვაჭანტირაძის პოზიცია. ინტერაქტიურია და სხვის აზრსაც კითხულობს/ისმენს.

 

 

    შეკითხვა სხვა რამეშია. ეს, ეუთო, ევროპის საბჭო, სხვა სტრუქტურები სადაც ვართ გაწევრიანებულები, გვაწყობს?.. არავის უნდა იხადოს საწევროები არაეფექტურებზე!

 

 

პოლიტოლოგი გია აბაშიძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner