logo_geo
eng_logo
ქეთევან დუმბაძე: ნოდარ დუმბაძის ფონდი იწყებს თავისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას!
- +

4 მაისი. 2017. 00:21


ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ნოდარ დუმბაძის ფონდი იწყებს თავისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

 

ფონდი სათანამშრომლოდ გიხმობთ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ლიტერატურა!

 

ყველას, ვისაც შეუძლია და სურვილი აქვს მხარში დაუდგეს ფონდს თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციაში!

 

ყველას, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს ლიტერატურული ცხოვრების გააქტიურებაში!

 

ყველას, ვინც ზრუნავს წიგნიერ მომავალ თაობაზე!

 

დაგვიკავშირდით:

 

https://www.facebook.com/nodardumbadzefoundation/?fref=ts

kndumbadze@gmail.com", - წერს დუმბაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner