logo_geo
eng_logo
ჯეიმს კომი: რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს
- +

4 მაისი. 2017. 11:03


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომი განცხადებით, რუსეთი განაგრძობს აშშ-ის და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და „ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს".


აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენებისას „რესპუბლიკელმა" სენატორმა ლინდსი გრემმა ჯეიმს კომის რუსეთთან დაკავშირებით რიგი კითხვები დაუსვა.


კითხვაზე, სამართლიანია თუ არა მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ჯეიმს კომიმ დადებითი პასუხი გასცა.


კითხვაზე, რამდენად დიდია რუსეთის მხრიდან საფრთხე, კომიმ განაცხადა, რომ ეს ყველაზე დიდი საფრთხეა.


რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი საფრთხეა მათი განზრახვისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით", - განაცხადა ჯეიმს კომიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner