logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: პუტინის დიქტატს არ დავექვემდებარები
- +

4 მაისი. 2017. 11:21


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მზად არის, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან რეგიონალური საკითხების გადასაჭრელად იმუშავოს.


რაც შეეხება ბატონ პუტინს, ის რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის, კერძოდ, ეს შეეხება უკრაინაში კონფლიქტს, რომელშიც დეესკალაციას უნდა მივაღწიოთ, საჭიროა ამ კონფლიქტის თანმიმდევრული ნორმალიზება. ასევე სირიის საკითხზე პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები პუტინის დიქტატს. ამაშია განსხვავება ჩემსა და ქალბატონ ლე პენის პროგრამებს შორის", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.


მაკრონის თქმით, სირიის საკითხთან დაკავშირებით მისთვის „ისლამისტურ ტერორიზმთან ბრძოლა" პრიორიტეტული საკითხი იქნება.


გარდა ამისა, მე მსურს შეთანხმებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევა სირიის სააკითხზე, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული. რუსეთი სამუშაო პარტნიორი იქნება ზოგიერთი რეგიონალური პრობლემის გადასაჭრელად, რომელთანაც მე დისკუსიას წარვმართავ, მაგრამ იმის გააზრებით, რომ ბევრ საკითხზე ჩვენ სხვადასხვა ღირებულებები და პრიორიტეტები გაგვაჩნია", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner