logo_geo
eng_logo
ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის მშენებლობა იგეგმება
- +

4 მაისი. 2017. 11:57


2017 წელს თბილისში რამდენიმე გზისა და ვაშლიჯვრისა და მარშალ-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.


მისი განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.


რამდენიმე ახალი გზა დაპროექტდა, მათ შორის ნაფეტვრები-ახალდაბის დამაკავშირებელი გზა. მიმდინარეობს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა. ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის მშენებლობა, სხვა პროექტებთან ერთად, მაშინ დაიწყება, როდესაც მათი პროექტირება საბოლოოდ დასრულდება", - განმარტა ლექვინაძემ.


გარდა ამისა, აღმაშენებლის ხეივანში ორი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობაც იგეგმება.


თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება, რომელიც დახაზვებს, მონიშვნებსა და გადასასვლელების უზრუნველყოფასაც გულისხმობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner