logo_geo
eng_logo
გია აბდალაძე: შენთვის ჯოჯოხეთი იწყება... შენნაირი ადამიანები ამ ციხიდან ცოცხალი ვერ გავლენო
- +

4 მაისი. 2017. 12:28



შიმშილობის მეხუთე დღეს ვიქტორ ყაჭეიშვილმა გამიყვანა საკნიდან, საბადრაგოსთან მიმიყვანა და მითხრა, შიმშილობა შეწყვიტე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პატიმარს გამოათრევენ საკნიდან, შენს თვალწინ ცემენ, აწამებენ, გააუპატიურებენ და შემდეგ საკანში მასთან ერთად ჩაგსვამო", - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკითხვის დროს განაცხადა.


მისი თქმით, ამ მუქარის შემდეგ იძულებული გახდა, შიმშილობა შეეწყვიტა.

 

ციხის ადმინიტრაციის თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა მითხრა, შენ ხარ, რომ შიმშილობო? იშიმშილე, იშიმშილე - ნახე, რა მოგივაო. მან ამიყვანა ციხის დირექტორთან ალექსანდრე მუხაძესთან, რომელმაც შემომხედა, შემაგინა და მითხრა, შენ ხარ გამყიდველი და გარანტიას გაძლევ, დღეიდან შენთვის ჯოჯოხეთი დაიწყება, გარანტიას გაძლევ, შენნაირი ადამიანები აქედან ცოცხალი ვერ გავლენო", - განაცხადა გია აბდალაძემ.


გია აბდალაძემ კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დავით დევნოზაშვილიც, რომელიც აღნიშნულ საქმეზეა დაკავებული და დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, აღიარებითი ჩვენების იძულებით მიცემაში დაადანაშაულა.

 

დევნოზაშვილმა ღამის სამ საათზე მითხრა, უნდა თქვა, რომ ზურაბ ქურციკიძემ პარლამენტიდან გამოგიტანა სტენოგრამა, რომ ორივე ჯაშუშური ქსელის წევრი ხართ და მასალებს უცხო ქვეყნებს ჯაშუშურად გადასცემდითო. თავდაპირველად სურდათ, აღიარებითი ჩვენება ყოფილიყო, თითქოს პრეზიდენტთან გავაკეთე სტენოგრამა. ვუთხარი, რომ პრეზიდენტთან შეხება არასდროს მქონია, ამიტომ შემდეგ შეჯერდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროზე, სადაც ვმუშაობდი. უნდა მეთქვა, რომ ჩემი სამსახურიდან გამოვიტანე სტენოგრამა", - განაცხადა აბდალაძემ.


გია აბდალაძემ მისი დაკავების დეტალებიც გაიხსენა.


ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო, სამსახურიდან გავიარე ყვავილების საყიდლად და სახლში მივედი, ჩემს მეუღლეს მივულოცე. დავიძინეთ და 3 საათის შემდეგ კარზე გაისმა კაკუნი. მეგობრები მეგონა, გავაღე და პოლიციის თანამშრომლები შემოვიდნენ. ჯერ მობილურები ჩამოგვართვეს, შემდეგ ხელბორკილები დამადეს და სამზარეულოში გამიყვანეს. სახლიდან ამოიღეს კომპიუტერები, მათ შორის ბავშვის და ჩემი სიმამრის. ამ დროს სამზარეულოში შემოვიდა ერთი ადამიანი, სახელი და გვარი არ ვიცი, თუმცა ამოცნობა შემიძლია, რაღაც მოიტანა, რაც შემდგომ ნივთმტკიცება აღმოჩნდა.


დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა ეს პროცესი და ხელბორკილებდადებული წამიყვანეს მოდულის" შენობაში", - განაცხადა გია აბდალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner