logo_geo
eng_logo
მაია მიმინოშვილი: სამართლიანია, როდესაც დამკვირვებელმა არ იცის, სად მიდის!
- +

4 მაისი. 2017. 13:34


 

„მეთვალყურეები გამოცდის დილას იგებენ, რომელ სექტორში იქნებიან, მეორე დღეს კი სხვა სექტორში ნაწილდებიან. ეს ყოველგვარ უსამართლობას და მიკერძოებას გამორიცხავს", - განაცხადა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.


სამართლიანია, როდესაც დამკვირვებელმა არ იცის, სად მიდის. ბევრს თბილისში დარჩენა უნდა, ბევრს კი ბათუმში, კურორტზე ურჩევნია, მაგრამ სურვილის მიხედვით ვერ ვანაწილებთ. მნიშვნელოვანია, რომ მეთვალყურეების როტაცია მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში მიმდინარეობს. გამოცდის დილას იგებენ, რომელ სექტორში იქნებიან, მეორე დღეს კი სხვა სექტორში ნაწილდებიან. ეს ყოველგვარ უსამართლობას და მიკერძოებას გამორიცხავს. რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ყველა სკოლაში ტარდება, მათ შორის, სოფლებშიც, სადაც გარდა იმისა, რომ მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, ყველა ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილია. აქედან გამომდინარე, უპრიანია, მეთვალყურე უცნობი, სრულიად მიუკერძოებელი ადამიანი იყოს", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner