logo_geo
eng_logo
გია აბდალაძე: ჩვენი დასჯის შემკვეთები არიან მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი
- +

4 მაისი. 2017. 13:35


დავით დევნოზაშვილი დამემუქრა, ვიცით, შენი შვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს და შეიძლება, ერთ დღეს სკოლიდან გამოსულს ქუჩაში მანქანა დაეჯახოსო", - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის დავით დევნოზაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.


აბდალაძის განცხადებით, სწორედ დავით დევნოზაშვილთან შეთანხმებით და მისი უშუალო კარნახით შედგენილი ტექსტით მისცა აღიარებითი ჩვენება.


მისი თქმით, დევნოზაშვილთან ერთად მასზე ზეწოლას ახდენდა ციხის ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომელი.


სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ამჟამად მუშაობს დინამოს" დაცვის ბაზაში. იქ შემხვდა და ამოვიცანი. 24 საათი დევნოზაშვილთან ერთად იყო და ჩვენზემუშაობდა", - განაცხადა გია აბდალაძემ.


მისი თქმით, ეკა ბესელიას აცილება მოსთხოვეს.


მომთხოვეს ეკა ბესელიას აცილება. მე ეს გავაკეთე, მაგრამ ეკა ბესელიამ ჩემს ჩვენებას წარწერა გაუკეთა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემს მიერ წარმოთქმულ ცრუ ჩვენებას და სწორედ ეს დეტალი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ეკა ბესელია მოწმის სახით წარსდება სასამართლოზე", - განაცხადა გია აბდალაძემ.


მისი თქმით, 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო დასაჯეს და სავარაუდოდ, გამოძიებაც ამ დასკვნამდე მივა.


მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები", - განაცხადა გია აბდალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner