logo_geo
eng_logo
მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, კომპანია "გასკო პლუსს“ ფინანასური სანქციები დაერიცხება
- +

3 აპრილი. 2016. 18:54



ენერგეტიკის სამინისტრო შ.პ.ს. "გასკო პლუსის" მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხმაურება.



ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში.



სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, არ უნდა მოხდეს მოსახლოებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირება. იმ შემთხვევაში თუ ..გასკო პლუსი" ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ამას მოყვება ჩვენგან ადეკვატური რეაგირება. ..გაზკო პლუსის" 2013 წელს აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ენერგეტიკის სამინისტროსთან ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირებაზე. ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, კომპანიას დაერიცხება ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანასური სანქციები",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



შეგახსენებთ, დღეს სენაკში აქცია გაიმართა. ადგილობრივების ინფორმაციით, ტარიფი მოულოდნელად 12 თეთრით გიაზარდა, რის შესახებაც 2 დღის წინ ქვითრებიდან შეიტყვეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner