ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში 28 წლის მამაკაცმა მეუღლე, 23 წლამდე ქალი ცივი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.