logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: მე მხარს ვუჭერ ემანუელ მაკრონს!
- +

4 მაისი. 2017. 17:32



აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამა განცხადებით, ის მხარს უჭერს ემანუელ მაკრონს.


მე ყოველთვის მადლობელი ვიყავი ფრანგ ხალხთან მეგობრობით და იმით, რაც ჩვენ ერთად განვახორციელეთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ვიყავი. საფრანგეთის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთის მომავალისთვის და იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საფრანგეთის წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს სრულიად მსოფლიოსთვის

მე აღფრთოვანებული ვიყავი ემანუელ მაკრონის კამპანიით. ის ლიბერალურ ღირებულებებს იცავდა. მან ის მნიშვნელოვანი როლი წარმოაჩინა, რომელსაც საფრანგეთი ევროპაში და მსოფლიოში თამაშობს. ის ფრანგებს უკეთესი მომავლით უზრუნველყოფს. ის ხალხს იმედს უჩენს და არა შიშს. მე დიდი სიამოვნება მივიღე მაკრონთან საუბრისას, როდესაც მისი ხედვები განვიხილეთ. მინდა, საფრანგეთში ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდეს, თუ როგორ ვგულშემატკივრობ თქვენს წარმატებებს. ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა იცოდეთ, რომ მე მხარს ემანუელ მაკრონს ვუჭერ. წინ! გაუმარჯოს საფრანგეთს!" - განაცხადა ბარაქ ობამამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner