logo_geo
eng_logo
მანანა ვაზაგაშვილი: ცააძეები ყველა პროცესზე გვაძახებენ, ამოვთხრით იური ვაზაგაშვილსო...
- +

4 მაისი. 2017. 19:02



„იური ვაზაგაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, საბრალდებო სკამზე სამი პირი კი არა, ბევრი იქნებოდა, ამიტომაც მოიშორეს იური", -  განაცხადა იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბრისას.


„11 წლის წინა ამ ადგილზე ორი ახალგაზრდა პოლიციელბმა ჩაცხრილეს. ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეს დღე და 20 იანვარიც. ამ საბედისწერო ადგილზე ორი უდანაშაულო ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს ბიჭები იყვნენ წინა ხელისუფლების პოლიტიკის მსხვერპლნი. იური 9 წელი იბრძოდა, სულ ამბობდა, რომ ჩასაფრება, განზრახ მკვლელობა და ირაკლი ფირცხალავას პირადი დაინტერესება იყო. ინტერესის გამო ის ჩაუსაფრდა ხუბულოვს და ამას შეეწირა ჩემი ძმისშვილი ზურაც. რასაც იური აცხადებდა( იური ტყუილად არაფერს ამბობდა), ისიც დაადასტურეს სასამართლო პროცესზე, რომ იყო პირადი დაინტერესება და უნდა დასრულებულიყო მსხვერპლით. დასრულდა კიდევაც.

სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. მათ პირველი ინსტანციის  სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, 12 წელი მიუსაჯა და უწოდა სისხლიანი სპეცოპერაცია. დღესაც მიმდინარეობს ჩვენზე ზეწოლა სასამართლო პროცესზე. მკვლელების ახლობლები(ცააძისა და ფირცხალავას) აქეთ გვეძახიან მკვლელებს, ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. პირდაპირ სასამართლო პროცესზე წამოვიდნენ დასარტყმელად. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 1 თვეში დასრულდება. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ძალაში დატოვებს. ცააძეები დაღუპულ იური ვაზაგაშვილს ებრძვიან, ყველა პროცესზე გვაძახებენ, ამოვთხრით იური ვაზაგაშვილსო. ცააძემ დაიძახა, მაინც ამოვთხრითო. მისი და ამბობს, მაინც გავაკეთებთ ამასო. ეს ხალხია. ვინ დაიჯერებეს, რომ მისმა ძმამ არ მოკლა? თვითონაც ავტომატი რომ მისცე, ყველას ჩაცხრილავს.

აბსოლუტურად ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, ჩასაფრება, რომ მანქანიდან არანაირი სროლა არ ყოფილა და იყო ფირცხალავას პირადი დაინტერესება ხუბულოვის მიმართ და მოიყვანა კიდევაც სისრულეში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი მკვლელები არიან. დღეს იური ვაზაგაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, საბრალდებო სკამზე სამი პირი კი არა, ბევრი იქნებოდა, ამიტომაც მოიშორეს იური" , - განმარტა მანანა ვაზაგაშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner