logo_geo
eng_logo
ოზურგეთში კაიაკინგის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
- +

4 მაისი. 2017. 20:38



ქალაქ ოზურგეთში თეატრალურ მოედანზე საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, კაიაკინგის მეორე საერთაშორისო ფესტივალი - Bzhuzha Race ოფიციალურად გაიხსნა, რომელშიც 7 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო) წარმომადგენელი - 60 მდე სპორტსმენი მონაწილეობს.


ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას და ჩემპიონატში მონაწილეებს მიესალმნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე კობა დუნდუა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.


„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო! ორმაგად სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატს. კაიაკინგი სპორტის შედარებით ახალი სახეობაა და გასულ წელს პირველად საქართველოში ჩემპიონატი სწორედ გურიაში ჩატარდა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჩემპიონატს ყოველწლიური ხასიათი მიეღო. ჩვენს რეგიონს ტურიზმის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. აქედან გამომდინარე ექსტრემალური კაიაკინგი ტურისტულ კარგ პროდუქტს შექმნის და ტურისტების მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს. მადლობას მოგახსენებთ მონაწილეობისათვის და გისურვებთ წარმატებებს"- გია სალუქვაძე.


თეატრალურ მოედანზე უცხოელი ვიზიტორებისთვის შესრულდა ფლეშ-მობი და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. ჩემპიონატის ფინალი 6 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში გაიმართება და გამარჯვებული გამოვლინდება.


ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფი არიან, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor - ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს.


ჩემპიონატი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ოზურგეთის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner