ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ჩემს რესპონდენტს წლებია, ვიცნობ. თუმცა, კარგა ხანია, არ შევხვედრივარ. გულწრფელად გითხრათ, გამიკვირდა კიდეც მისი ზარი და ინტერვიუს შემოთავაზება - წერას საუბარს ვამჯობინებო... არ დაგიმალავთ, არც იმას მოველოდი, საუბარი უხერხულ თემებზე თუ მოგვიწევდა და ასე ღიად და საჯაროდ იტყოდა იმას, თუ რა მოხდა მის რედაქციაში, რის თქმასაც ბევრი, აგერ უკვე, წლებია, ერიდება და რისი უთქმელობაც აქამდე ლოდად აწვა გულზე.
„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი" გაწყვეტილი აქვს მავანს, ალბათ, ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას და ახლა სწორედ ეს მომენტია, რომ ეს სათქმელი სწორედ მე ვთქვა!"- ამბობს და არ დაგიმალავთ, ბევრი რამით მაკვირვებს კიდეც...
მხოლოდ ჩემთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც ერთობ საინტერესოა, ვის რა ფორმით აშანტაჟებდა ელისო კილაძე წლების განმავლობაში? სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი რესპოდენტი.
ასევე, საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები დარბოდნენ „ქრონიკა+"-ის რედაქციაში მთავარი რედაქტორის „მადის" დასაკმაყოფილებლად?
ვინ არის „გადამგდები" ჟურნალისტი? რატომ უწოდებს „სიბინძურის ბუდეს" გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქციას?
რატომ მიდიოდნენ რედაქციიდან ეტაპობრივად ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტები?
ვწუხვარ, რომ ამ თემებზე და ჩემს კოლეგებზე მიწევს საუბარი...
ამთავითვე გეტყვით, დღეს მის ვინაობას არ გაგიმხელთ. ამჯერად მას ანონიმურ წყაროდ დავტოვებთ, ამით არც კანონს ვარღვევთ და არც ჟურნალისტურ ეთიკას ვღალატობთ... ხოლო სათქმელს, რაც „ქრონიკა+"-ის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ისედაც ზედმიწევნით იციან - სააშკარაოზე გამოვიტანთ.
დიახ, დღევანდელი ჩვენი საუბარი ელისო კილაძეს და „ქრონიკა+"-ის თანამშრომლებს შეეხება, ხოლო ჩემს რესპონდენტს პირობითი სახელით - ნესტანით მოვიხსენიებ.
- ნესტან, საკმაოდ კარგა ხანს მუშაობდი „ქრონიკა +"-ში და რამდენიმე სკანდალური წერილი (და არა მხოლოდ წერილი) შენს სახელსაც უკავშირდება. რატომ გადაწყვიტე ყოფილ კოლეგებზე საუბარი მაინცდამაინც დღეს და რაღა მაინცდამაინც ჩემთან მოხვედი?
- გიორგი, პირველ რიგში, მადლობით დავიწყებ საუბარს. ვიცი, არც შენ და არც თქვენს მედია-ჰოლდინგს არ აკლია იარლიყები და „ლოცვა-კურთხევა" თავად ელისოსგან, მაგრამ ჩავთვალე, რომ თქვენი საინფორმაციო გვერდებიდან გაცილებით უფრო მეტი მკითხველი გაიგებს სიმართლეს. და ყველაზე მთავარი, რაც არის - არც მანამდე აკლებდა, მაგრამ კილაძის უკანასკნელი ფეისბუქ-სტატუსის გამო გავხდი იძულებული, მეთქვა ის, რის თქმასაც ვაპირებ, რომელიც ჩვენივე კოლეგას ნინო ჯღარკავას მიუძღვნა და, რომლითაც, ვთქვათ პირდაპირ - ყოველგვარ ჟურნალისტურ და ზნეობრივ (!) ნორმებს ხაზი გადაუსვა!
- და რაღა მაინცდამაინც ახლა „აგეშალათ" საღერღელი მასზე საუბრისა?
- არა, მაგაში ნამდვილად გეთანხმები! მისი ბოლოდროინდელი მოღვაწეობა არც ჟურნალისტურ სტანდარტში ჯდება და რაც ყველაზე გულსატკენია - არც ქალის და დედის ღირსებებზე მეტყველებს დადებითად!
- მაპატიე, გაგაწყვეტინებ და აქვე შევთანხმდეთ - ჩვენი საუბარი არ და ვერ გასცილდება კილაძის საქმიანობის სფეროებს. მკითხველს რომ თავგზა არ ავუბნიოთ, ჯღარკავას მიმართ გამოქვეყნებულ კილაძისეულ კომენტარსაც შევახსენებ ბოდიშის მოხდით და მერე გავაგრძელოთ საუბარი.
„ელისო კილაძე: მისი შვილი (ნინო ჯღარკავასი - რედ.) უნდა ვნახო და უნდა ვუთხრა, რომ დედა სამმანეთიანი მინეტი ჰყავს. პოლიციის განყოფილებაში ნათრევი თან".
- გიორგი, თავად ნინოს რომ არ გამოექვეყნებინა ამ კომენტარის ე.წ. „სქრინშოტი", ვერც გავბედავდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რა მორალზე საუბრობს ქალი, როცა თავადაც ახალგაზრდა ბიჭის მშობელია, მით უფრო - პატიმრის და კოლეგის შვილზე ამ ტონალობით საუბრობს. აქ, მით უფრო, აღარ არის საუბარი არანაირ ჟურნალისტურ ეთიკაზე!
- თუმცა, დამეთანხმები, პატიმრის დედაზე საუბარიც არ არის ადვილი.
- გეთანხმები, გეთანხმები, მაგრამ ახლა მხოლოდ ჯღარკავაზე სასაუბროდ ხომ არ მოვსულვარ? უბრალოდ, მის მიმართ გამოხატულმა ამ სიბინძურემ მაიძულა, მოვყვე ყველაფერი, რაც „ქრონიკა+"-ში ჩემი მუშაობის განმავლობაში მინახავს და მომისმენია. დამიჯერეთ, მსგავსი სიბინძურე, რაც იქ ხდება, ძნელად წარმოსადგენია, სადმე ხდებოდეს. ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ და ძნელი საყურებელია, როცა მძღოლით დაწყებული და რიგითი ჟურნალისტით დამთავრებული, ყველა და ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი!
- ნესტან, ახლა შენ მთლიან ჟურნალისტურ კოლექტივს აყენებ შეურაცხყოფას.
- შეიძლება, ახლა ერთი-ორი „ანგელოზიც" გამოერიოს, მაგრამ კილაძის რედაქციაში პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შანტაჟითა და ბინძური მეთოდებით რომ ხდება ურთიერთობა, „გადამგდები" და ნარკომომხმარებლების ბუდედ რომ არის რედაქცია ქცეული, არ ვთქვა?
- ნესტან, მაპატიე, მაგრამ „ვისი მძღოლი ვის ხალთაში რას მალავს", ნამდვილად არ მაინტერესებს და ამ თემაზე აქ ვწყვეტ საუბარს!
- რეალურად ნარკომომხმარებლების ბუდედ არის ქცეული „ქრონიკა+"-ის რედაქცია! დიახ, ელისო კილაძის ოჯახის წევრებმა და მისმა თანამშრომლებმა რედაქცია აქციეს ნარკოტიკების ბუდედ, ხოლო კილაძეს დასაქმებული ჰყავს თავისი ოჯახისა და გარემოცვის წევრები, რათა მათ ჟურნალისტური ალიბი გაუკეთოს!
- გიმეორებ - ოჯახის წევრებზე საუბარს აქ ვამთავრებ! ისე, შე დალოცვილო, თუ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდი, რას გიხდიდა კილაძე ამდენს, რომ მის რედაქციაში ამდენხანს მუშაობდი? ან, ჩემთან რას მოდიოდი, წასულიყავი პირდაპირ შესაბამის ორგანოებთან და იქ გეთქვა ეს ყველაფერი, მე რომელი მღვდელი მნახე, აღსარებას რომ მაბარებ... ახლა, იმ არაპროფესიონალიზმზე და შანტაჟებზე მესაუბრე, წეღან რომ ახსენე. ან, ვინ „გადამგდებს" გულისხმობდი?
- ბოლო კითხვაზე პასუხით დავიწყებ. მაკა მოსიაშვილი ვიგულისხმე... რომელიც 2006 წლის ოქტომბრის თვეში თელავში ალაზნის გამზირზე მცხოვრებ მაია აჩუაშვილს დაუახლოვდა. ეს უკანასკნელი ოქროს ნივთებს ყიდდა. ერთხელაც, მან მაკა მოსიაშვილს 18 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადასცა. მოსიაშვილმა აჩუაშვილს დათქმულ დროს თანხა არ მიუტანა და არაერთი მოთხოვნის შემდეგ, მხოლოდ 3000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები დაუბრუნა.
- დანარჩენ თანხას რა უყო?
- ზღაპრად მოუყვა, თითქოს მეტროსადგურ „ისნის" ტერიტორიაზე ვინმე ზაზამ მძევლად წაიყვანა ბათუმში, რა დროსაც წაართვა აჩუაშვილისთვის მისაცემი 15 000 ლარი. ინდივიდუალური საწარმო „ელდორადოს" ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, მაკა მოსიაშვილის მიერ ამ გოგოსგან მოტყუებით მიღებული ოქროს ნივთები ჩაბარებულ იქნა ლომბარდში, რომლებიც გაიყიდა ვადაგადაცილების გამო.
- მასე, მეც მაქვს ოქროს ნივთები ლომბარდში ჩაბარებული და „გადამგდები" ვარ?
- შენ ვისი ნივთები გაქვს ჩაბარებული?
- საკუთარი, რა თქმა უნდა.
- ჰოდა, ამ მოსიაშვილმა აჩუაშვილის ნივთები ჩააბარა. აღებული ფული თავად გამოიყენა, ლომბარდში ვადაგადაცილების გამო ოქროც დაიკარგა და აჩუაშვილმა ვერაფერი მიიღო!
- და, შესაბამისად, მიიღო დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი...
- რა თქმა უნდა... 2007 წლის 20 აპრილს მაკა მოსიაშვილი გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსით და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით და გათავისუფლდა 2012 წელს.
უფრო მეტს გეტყვით: მაკა მოსიაშვილმა ციხეში ყოფნის პერიოდში ციხის ადმინისტრაციასთან დაასმინა თავისი თანამესაკნეები, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანის მიმართ კვლავ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დამატებითი სასჯელი განესაზღვრათ.
სხვათაშორის, მაკა მოსიაშვილი თელავში ქუჩაში წესიერად ვერ გადის, იმდენი ხალხი ყავს „გადაგდებული" და როგორც ვიცი, ბევრი მათგანი ჩივილს აპირებს. ეგ საერთოდ ვის მორალზე ლაპარკობს, მის შვილებს მამა ზრდის, იმედა თაბოშვილი... კახეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობს და კაცი სირცხვილით იწვის... მაკა მოსიაშვილი ციხეში რომ იჯდა, მაშინ ეგ კუდმა „დაავერბოვკა"... მოსიაშვილმა გიორგი ბოტკოველს ქალი მიუგზავნა, მერე გადაუღეს ვიდეო და ასე „დაავერბოვკა" მერე ეს ბოტკოველი კუდმა! საბუთებიც არსებობს და ბოტკოველის კოდური სახდელი „დათო" იყო...
- საკმაოდ მძიმე ბრალდებებია...
- ჰო, აბა, ციხის უფროს კვარაცხელიასთან მოსიაშვილის ურთიერთობებზე საუბარი რომ დავიწყო, მაინც შემაწყვეტინებ - პირადი ცხოვრებააო, - მეტყვი...
- მიხარია, რომ თქმაც აღარ მჭირდება... ამიტომ არის კოლეგებთან საუბარი პრაქტიკულად კარგი - უთქმელადაც ვუგებთ ერთმანეთს...
- შენ ხუმრობ და...
- ისე, წეღან გკითხე და უპასუხოდ დამტოვე... რამ გაგაჩერა ასეთ რედაქციაში ამდენ ხანს?
- ერთ შეცდომას ყველა უშვებს ცხოვრებაში, ხომ იცი?!
- ჰო, საკმაოდ ბევრმა დაუშვა „მსგავსი" შეცდომა...
- სხვათაშორის, კილაძემ ერთ-ერთი პოპულარული ბანკიც დააშანტაჟა და ამ შატნაჟის საფასურად ყოველთვე ხუთი ათას ლარს იღებდა ბანკისგან! მასალები ჰქონდა გამოსაქვეყნებლად მზად და პრაქტიკულად, არგამოქვეყნების საფასურად იღებდა იმ ფულს!
- საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და ერთიცაა - იმ ბანკშიც ვერ ყოფილან მთლად კარგად... ელისო კილაძეს რომ ხუთი ათასს გადაუხდი ყოველ თვე... თუ ერთჯერადად გადაიხადეს?
- არა, რა ერთჯერადად. თითქმის ერთი წლის განმავლობაში იხდიდა ეს ბანკი თვეში ხუთი ათას ლარს.
- რომელი ბანკი იყო? მიამიტურად კი ჟღერს ჩემი შეკითხვა, მაგრამ...
- ჰოდა, დავტოვოთ ახლა უპასუხოდ შენი ეს „მიამიტური" კითხვა.
ბანკს ვინ ჩივის, პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ჰყავს დაშანტაჟებული! ზოგი დღესაც აგრძელებს კონვერტებით ფულის ხდას!
სხვათაშორის, ზვიად ჩიტიშვილი ხომ გახსოვთ, „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე. ჯერ ნეგატიური სტატიები წერა ამ ჩიტიშვილზე, მერე შეუთვალა - თანხა გადამიხადეო და 10000(ათიათასი) დოლარი გადაუხადა ამ ჩიტიშვილმაც. ამის შემდეგ კი მისი პიარით იყო დაკავებული...
- ნესტან, დანაშაულის დაფარვა ისჯება...
- არ გვინდა ახლა იურიდიული ტერმინებით მსჯელობა. გეუბნები და მერწმუნე - მსგავსი რამ არცერთ რედაქციაში არ ხდება! მერე გადმოდგება ეს ქალი და სხვებს ელაპარაკება მორალსა და ჟურნალისტურ ეთიკაზე! ესაა უბედურება! და უფრო მეტი უბედურება ისაა, რომ ელისო კილაძე მარტო არაა ამ საქმეში! გიმეორებთ: „ქრონიკა+"-ის რედაქცია დანაშაულებრივ ბუდედ არის ქცეული!
ესაუბრა გიორგი მამაცაშვილი
(პირველი ნაწილის დასასრული)