logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია!
- +

4 მაისი. 2017. 21:55


„ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია!" - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.


„დაკავებულია 3 პირი (სსკ-ს109-ე და 236-ე მუხლები)", - წერს პერტაია.

 

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის გიორგი შარაშენიძე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. შარაშენიძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner