ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ჩემს რესპონდენტს წლებია, ვიცნობ. თუმცა, კარგა ხანია, არ შევხვედრივარ. გულწრფელად გითხრათ, გამიკვირდა კიდეც მისი ზარი და ინტერვიუს შემოთავაზება - წერას საუბარს ვამჯობინებო... არ დაგიმალავთ, არც იმას მოველოდი, საუბარი უხერხულ თემებზე თუ მოგვიწევდა და ასე ღიად და საჯაროდ იტყოდა იმას, თუ რა მოხდა მის რედაქციაში, რის თქმასაც ბევრი, აგერ უკვე, წლებია, ერიდება და რისი უთქმელობაც აქამდე ლოდად აწვა გულზე.
„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი" გაწყვეტილი აქვს მავანს, ალბათ, ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას და ახლა სწორედ ეს მომენტია, რომ ეს სათქმელი სწორედ მე ვთქვა!"- ამბობს და არ დაგიმალავთ, ბევრი რამით მაკვირვებს კიდეც...
მხოლოდ ჩემთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც ერთობ საინტერესოა, ვის რა ფორმით აშანტაჟებდა ელისო კილაძე წლების განმავლობაში? სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი რესპოდენტი.
ასევე, საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები დარბოდნენ „ქრონიკა+"-ის რედაქციაში მთავარი რედაქტორის „მადის" დასაკმაყოფილებლად?
ვინ არის „გადამგდები" ჟურნალისტი? რატომ უწოდებს „სიბინძურის ბუდეს" გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქციას?
რატომ მიდიოდნენ რედაქციიდან ეტაპობრივად ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტები?
ვწუხვარ, რომ ამ თემებზე და ჩემს კოლეგებზე მიწევს საუბარი...
ამთავითვე გეტყვით, დღეს მის ვინაობას არ გაგიმხელთ. ამჯერად მას ანონიმურ წყაროდ დავტოვებთ, ამით არც კანონს ვარღვევთ და არც ჟურნალისტურ ეთიკას ვღალატობთ... ხოლო სათქმელს, რაც „ქრონიკა+"-ის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ისედაც ზედმიწევნით იციან - სააშკარაოზე გამოვიტანთ - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ბოლო კითხვაზე პასუხით დავიწყებ. მაკა მოსიაშვილი ვიგულისხმე... რომელიც 2006 წლის ოქტომბრის თვეში თელავში ალაზნის გამზირზე მცხოვრებ მაია აჩუაშვილს დაუახლოვდა. ეს უკანასკნელი ოქროს ნივთებს ყიდდა. ერთხელაც, მან მაკა მოსიაშვილს 18 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადასცა. მოსიაშვილმა აჩუაშვილს დათქმულ დროს თანხა არ მიუტანა და არაერთი მოთხოვნის შემდეგ, მხოლოდ 3000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები დაუბრუნა.
- დანარჩენ თანხას რა უყო?
- ზღაპრად მოუყვა, თითქოს მეტროსადგურ „ისნის" ტერიტორიაზე ვინმე ზაზამ მძევლად წაიყვანა ბათუმში, რა დროსაც წაართვა აჩუაშვილისთვის მისაცემი 15 000 ლარი. ინდივიდუალური საწარმო „ელდორადოს" ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, მაკა მოსიაშვილის მიერ ამ გოგოსგან მოტყუებით მიღებული ოქროს ნივთები ჩაბარებულ იქნა ლომბარდში, რომლებიც გაიყიდა ვადაგადაცილების გამო.
- მასე, მეც მაქვს ოქროს ნივთები ლომბარდში ჩაბარებული და „გადამგდები" ვარ?
- შენ ვისი ნივთები გაქვს ჩაბარებული?
- საკუთარი, რა თქმა უნდა.
- ჰოდა, ამ მოსიაშვილმა აჩუაშვილის ნივთები ჩააბარა. აღებული ფული თავად გამოიყენა, ლომბარდში ვადაგადაცილების გამო ოქროც დაიკარგა და აჩუაშვილმა ვერაფერი მიიღო!
- და, შესაბამისად, მიიღო დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი...
- რა თქმა უნდა... 2007 წლის 20 აპრილს მაკა მოსიაშვილი გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსით და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით და გათავისუფლდა 2012 წელს.
უფრო მეტს გეტყვით: მაკა მოსიაშვილმა ციხეში ყოფნის პერიოდში ციხის ადმინისტრაციასთან დაასმინა თავისი თანამესაკნეები, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანის მიმართ კვლავ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დამატებითი სასჯელი განესაზღვრათ.
სხვათაშორის, მაკა მოსიაშვილი თელავში ქუჩაში წესიერად ვერ გადის, იმდენი ხალხი ყავს „გადაგდებული" და როგორც ვიცი, ბევრი მათგანი ჩივილს აპირებს. ეგ საერთოდ ვის მორალზე ლაპარკობს, მის შვილებს მამა ზრდის, იმედა თაბოშვილი... კახეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობს და კაცი სირცხვილით იწვის... მაკა მოსიაშვილი ციხეში რომ იჯდა, მაშინ ეგ კუდმა „დაავერბოვკა"... მოსიაშვილმა გიორგი ბოტკოველს ქალი მიუგზავნა, მერე გადაუღეს ვიდეო და ასე „დაავერბოვკა" მერე ეს ბოტკოველი კუდმა! საბუთებიც არსებობს და ბოტკოველის კოდური სახდელი „დათო" იყო..."