სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად მედიას ურჩია, რომ გოგაშვილის მიერ შევსებული დეკლარცია ნახონ, რომელშიც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
,,თუმცა მე გირჩევდით, ნახოთ ელემენტარულად მისი შევსებული დეკლარცია და იქ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. შეგიძლიათ ახლავე შეხვიდეთ და ნახოთ დეკლარაცია", - აღნიშნა გომელაურმა.
კითხვაზე, იოსებ გოგაშვილს, ადანაშუალებენ კორუფციაში და აცხადებენ, რომ ქონება აქვს მეუღლის დებზე გაფორმებული, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს რაიმე ქონება.
„გახსენით დეკლარაცია, საუბარია ამ შემთხვევაში ბინაზე, სადაც ცხოვრობს და იქ ნახავთ, საიდან შეიძინა ეს სახლი", - განაცხადა გომელაურმა.