logo_geo
eng_logo
რელიგიურ ორგანიზაციებს საშუალებას ეძლევათ, პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა აწარმოონ
- +

4 მაისი. 2017. 23:28


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას რელიგიური თავისუფლებების შესახებ, რომელიც ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს.


კერძოდ, განკარგულება საშუალებას აძლევს რელიგიურ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ კანდიდატს და პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა აწარმოონ.


თეთრ სახლში განკარგულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს განკარგულება დაიცავს რელიგიისა და სიტყვის თავისუფლებას აშშ-ში. აღნიშნული განკარგულებით უქმდება ე.წ. ჯონსონის შესწორებები, რომლის თანახმად, ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათები უქმდებოდა თუ ისინი რამე სახით პოლიტიკაში ერეოდნენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner