logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უჩა ნანუაშვილი აკეთებს განცხადებებს, რომელიც ომბუდსმენის მანდატს სცდება!
- +

5 მაისი. 2017. 00:16


დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" გააკრიტიკა. მისი თქმით, მოქმედმა სახალხო დამცველმა რაღაც თემებზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს.


უჩა ნანუაშვილის განცხადებები ზოგიერთ თემაზე არ მგონია ჯდებოდეს იმ მანდატში, რაც სახალხო დამცველს აქვს. მანდატიდან გამომდინარე ალბათ სჯობს რაღაცეებზე საუბრისგან თავი შეიკავოს. მაგალითად, სახალხო დამცველმა რომ თქვას, საქართველო უნდა იყო ან საპრეზიდენტო რესპუბლიკა ან საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს მას, როგორც მოქალაქეს შეუძლია, თუმცა, ეს არ არის სახალხო დამცველის მანდატი. როცა ის აპროტესტებს პროექტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთხელ შეიძლება იყოს არჩეული, ამაში ვეთანხმები და მისი ეს მოთხოვნა ლეგიტიმური მგონია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner