logo_geo
eng_logo
,,მაესტროს” თანამშრომლებს ხელშეკრულებები გაუწყვიტეს, დაიხურა გადაცემები - არხზე დიდი ცვლილებებია
- +

5 მაისი. 2017. 00:18


ტელეკომპანია  ,,მაესტროში" დიდი ცვლილებებია. ,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებს ხელშეკრულებები შეუწყდათ, გადაცემების ნაწილი დაიხურა, ნაწილი კი ტელეკომპანია ,,იმედზე" გადავიდა.


,,პრაიმტაიმი"დეტალების დასაზუსტებლად ,,მაესტროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს მერიკო კარტოზიას დაუკავშირდა.


მერიკო კარტოზიამ დაადასტურა, რომ თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულებები შეუწყვიტეს, ნაწილს კი მომავალში შეუყდებათ. ასევე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ,,მაესტროს" გენერალურ დირექტორს ზურაბ ნაყეურს 15 მაისს ხელშეკრულება უწყდება.


,,პროდაქშენის წარმოება 15 აპრილიდან შეწყდა და ეს დირექტივები მოდის ჰოლდინგ ,,იმედიდან", - განუმარტა ,,პრაიმტაიმს" მერიკო კარტოზიამ.


მისი თქმით, არხზე დაიხურა  გადაცემები: ,,დილა მაესტროზე", ,,მაესტროს ექსკლუზივი", ვაკაჭი ნიუსი", ,,ქვიშის ზღაპარი"და ,,ბიზნესკონტაქტი". საუბარია, რომ ბიზნესკონტაქტი ,,იმედზე" გამოჩნდება, კონკრეტუალდ ,,იმედის დილაში", თუმცა რა ფორმატით ჯერჯერობით უცნობია.


რაც შეეხება გადაცემას ,,დამზადებულია საქართველოში" ტელეკომპანია ,,იმედზე" გადადის.


არ დახურულა გადაცემები, როგორიცაა ,,ცეცხლის ხაზი", ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემა ,,რა დროს ძილია".


ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მაუწყებლობას მაესტროს კონტაქტიც, თუმცა მერიკო კარტოზას თქმით, საინფორმაციო მიმართულებითაც ცვლილებები მიმდინარეობს.


უკვე ცნობილია, რომ ,,მაესტროს" 24-საათიან საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადასვლა სურს და ცვლილებებიც, სავარაუდოდ, ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ დეტალების გასარკვევად ,,მაესტროზე" ნიუსის პროექტის ავტორს ეკა ფირცხალავას დავუკავშირდით. მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიგებს იმ ცვლილებების შესახებ, რაც მაესტროზე განხორციელდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner