logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ვიდრე მე და ნაცებს დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ!
- +

5 მაისი. 2017. 02:47


პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დაიწყო კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა. ვწერ იმ არაკვალიფიციური, არაინფორმირებული, არაკომპეტენტური "კომენტატორების" საყურადღებოდ, რომლებიც მე, ნაცების პარტიას, ბოკერიას ნაციონალურ განშტოებას და პრეზიდენტს ამ ფორმატში ერთმანეთთან გვაკავშირებენ. საყოველთაო განხილვის კომისიაში მე მიმიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ანუ "ქართულმა ოცნებამ" და აუცილებლად ჩავერთვები ამ პროექტში 8 მაისიდან, რათა დარბაზებში შეკრებილ ადამიანებს გავუზიარო ჩემი პოზიცია. ვუთხრა საჯაროდ, რომ მხარი არ უნდა დაუჭირონ რამდენიმე ცვლილებას. მაგალითად, გადასანაწილებელი ხმების თემას. ისე, ვიდრე მე და ნაცებს დაგვაკავშირებთ ერთმანეთთან, ფსიქიატრს გაესინჯეთ", - წერს ინაშვილი. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner