ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა.
„ოხანაშვილს საქმეში გააჩნია მოწმის სტატუსი. მას ჰქონდა უფლება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის. შესაბამისად, მას ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა.