ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ",- განაცხადა დეკანოზმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.