logo_geo
eng_logo
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა
- +

5 მაისი. 2017. 12:30


ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა.


პროკურორმა აღნიშნულზე სასამართლო პროცესის დახურვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებისას ისაუბრა, თუმცა, მოწმის ვინაობა და მუქარისშემცველი შეტყობინების ავტორი არ დაუსახელებია. აღნიშნული ფაქტი, პროკურორის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ წინასასამართლო სხდომა დაიხუროს.


ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელდა, სავარაუდოდ, მუქარისშემცველი ზარი. დადგენილია, რომ სავარაუდო, მუქარისშემცველი ზარი არის რელიგიური მოტივის. აქედან გამომდინარე, სახეზეა რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გაღვივების ნიშნები", - განაცხადა პროკურორმა.


პროკურორმა სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას ასევე აღნიშნა, რომ საქმეში მონაწილე არაერთი პირის, მათ შორის ბრალდებულის ოჯახის მიმართ ხორციელდება დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაც ასევე ერთ-ერთი არგუმენტია პროცესის დახურვისა, რადგან შესაძლოა, პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner