„საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა და ამაზე ფაქტებითაც მისაუბრია. საარჩევნო მანიპულაციისთვის მოხდა ჯარის გამოყენება", - ამ განცხადებას „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ობიექტივის" ეთერში გადაცემაში „პრიორიტეტები" აკეთებს. ინაშვილი ამბობს, რომ გოგი თოფაძე ვაჟკაცურად მოიქცა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის მისამართით განცხადებები გააკეთა:
„უნდა გამოიძიონ, როგორ მოახდინა თავდაცვის მინისტრმა ზეწოლა. არ მინდა, ისე აღიქვან, თითქოს პერსონალურად ირმა ინაშვილის პრობლემაზე ვლაპარაკობ. ეს იქცევა ქართული დემოკრატიის პრობლემად.
მინდა, გიორგი ვოლსკის საყურადღებოდ ვთქვა - ტყუილის დაცვა არ არის ვაჟკაცური და ღირსეული საქციელი. გოგი თოფაძემ სიმართლე თქვა და ამას ვუფასებ.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, გოგი თოფაძეს რომ მოუწოდებს, დატოვოს პარლამენტი, კი მაგრამ, რესპუბლიკური პარტია რომელი პოზიტივია პარლამენტსა თუ ხელისუფლებაში, ამაზე უფიქრიათ? რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ შევიდოდნენ პარლამენტში? „მრეწველები" წლების მანძილზე დამოუკიდებლად ლახავდნენ ბარიერს, როგორც მე მახსოვს. ერთი არჩევნები მითხარით, სადაც რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი ძალებით მოიგეს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.